|
2019-07-19 10:45:21, 895 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჰონგ-კონგში ღონისძიება გაიმართა
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში ქართული ღვინის წარდგენა ადგილობრივი პრემიუმ-კლასის რესტორნებისა და ღვინის შემსყიდველებისთვის გაიმართა. ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის" ფარგლებში მოეწყო და მას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media''-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ჰონგ-კონგში გამართულ ღონისძიებაზე აქცენტი ქართული ღვინის აზიურ სამზარეულოსთან შეხამებაზე გაკეთდა. მიმდინარე წელს „Meiburg Wine Media''-ის საქმიანობა მიმართული იქნება ჰონგ-კონგში ქართული ღვინის პრემიუმ-სეგმენტში დამკვიდრებისკენ და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გამართული ღონისძიებების სტუმრები მაღალი კლასის რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები , ასევე ტოპ-სომელიეები და იმპორტიორები იქნებიან. „ქართული ღვინის აზიის ტურის" ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ქართული ღვინის წარდგენა უკვე გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, დეგუსტაციები ასევე დაგეგმილია ჩინეთის ფუძიანისა და სიჩუანის პროვინციებში, ტური დასრულდება ქართული ღვინის ფესტივალებით შანხაისა და ჰონგ-კონგში.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)