|
2019-07-18 19:17:22, 1556 ნახვა
საზოგადოება
გვარამია: წულუკიანი ორგზის დამნაშავეა - „რუსთავი 2“ ისე გადააფორმეს, როგორც 2-ოთახიანი „ხრუშჩოვკა“
ნიკა გვარამია - წულუკინმა ერთ დღეში ჩაიდინა ორი დანაშაული - გადამწყვეტი მედია ისე გადააფორმეს, როგორც 2-ოთახიანი „ხრუშჩოვკა“, ერთ საათში, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამია აცხადებს, დამაბნეველია დასავლელი პარტნიორების თავშეკავება. „წულუკიანი ორგზის დამნაშავეა ერთი დღის განმავლობაში, თან სპრინტერული წესით ამყარებს დანაშაულებს, დანაშაულების ჩადენის სტატისტიკა აქვს საოცარი. სერიოზული ტემპი აქვს აკრეფილი. ასეთი აკრეფილი ტემპით ალბათ, გაუშვებს შემდეგი ხელისუფლება ციხეში, იქნება შემდეგი ხელისუფლება ცხადია, იქნება პროდასავლური, აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილი. მანამდე რა მოხდება, ამას ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას, ამას ცოტა დაფიქრება გვჭირდება, იმიტომ, რომ დამაბნეველი იყო სტრასბურგის საოცარი გადაწყვეტილება, პირდაპირ კომენტარი არ მაქვს. დამაბნეველია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ჯერჯერობით, თავშეკავება, რომელიც არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა, შეიძლება ვცდები, ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ ვარ. თუმცა, ველოდებით, იმედი გვაქვს რომ რაიმე იქნება. თუმცა, სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია, ლავროვის და პუტინის მოთხოვნითაც კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არა არხის, არამედ მთავარი საძულველი მიზნის, ამ ქვეყანაში მას უფრო საძულველი არაფერი არ ჰქონდა, ვიდრე "რუსთავი 2"-ის. ეს ზუსტადაც რომ გასაგებია, მაგრამ ის ორი ფაქტორი, რაზეც გითხარით, ის ცოტა დამაბნეველია. მაინცდამაინც ვერ ჯდება ჩემთვის იმ ფასეულობებთან, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურები. იმედი მაქვს, რომ შევძლებ რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო, არ ჩამომეშალოს ეს ფასეულობათა სისტემა და გადავიდე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე. მოცემულობას ჩვენ შევეგუეთ ეგრევე, გადაწყვეტილებას სრულიად არ დავეთანხმეთ, მაგრამ გამოვიყენეთ ის ხვრელები, რომელიც იყო ამ გადაწყვეტილებაში, იყო კონტრაქტში, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც წვიმა, რომ წამოვა ამბროლაურში, მაგალითად. აბსოლუტურად იდენტური დამოკიდებულება აქვს იმ საკითხისადმი და ამ ქვეყნის მთავარი და გადამწყვეტი მედიის მიმართ, ისე გადააფორმა, როგორც 2-ოთახიანი "ხრუშჩოვკა", ერთ საათში, ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა ქვეყნის ყველაზე კომპეტენტურმა ჟურნალისტურმა გუნდმა“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)