|
2019-07-13 16:15:47, 2038 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს გაეცნო. მისი თქმით, არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორი კომპანიის ჩანაცვლების შემდეგ ბაღის რეაბილიტაცია შეფერხების გარეშე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „თქვენ იცით, რა პრობლემები იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. კომპანია, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად, უნდა განეხორციელებინა ბაღის რეაბილიტაცია, არაკეთილსინდისიერად მოიქცა. იმის გამო, რომ ჯეროვნად არ ასრულებდა თავის ვალდებულებას, ჩვენ კომპანიას შევუწყვიტეთ კონტრაქტი. ამის შემდეგ ძალიან სწრაფად შევარჩიეთ ახალი კომპანია, რომ რეაბილიტაცია დროულად ჩატარებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება და აქ იქნება კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ბაღში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ირაკლი ჟვანიას“, - განაცხადა კახა კალაძემ. რეაბილიტაციის ფარგლებში, „მრგვალი ბაღის“ ტერიტორიაზე, სრულად შეიცვალა გარე განათების სისტემა. მიწის ქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები, შადრევანს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შადრევნის გარშემო ტერიტორიაზე დრენაჟის ფუნქციის მქონე, ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი მოეწყო. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც დეკორატიული სანათებისა და საბაღე ავეჯის განთავსებას გულისხმობს, ერთ კვირაში დასრულდება. მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გრინსერვის ჯგუფი“ ასრულებს. რაც შეეხება განათების სისტემის მოწესრიგებას, მას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)