|
2019-07-13 13:36:12, 1534 ნახვა
საზოგადოება
112-ში ამერიკული პროგრამის დანერგვა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112"-ში ე.წ. MPDS პროტოკოლების ტრენინგი მიმდინარეობს. აღნიშნული ტრენინგი არის ინციდენტის ტიპებისა და პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა ProQA-ის დანერგვის პროცესის ნაწილი. ProQA მუშაობს სპეციალური სამედიცინო, სახანძრო და საპოლიციო პროტოკოლების გამოყენებით და მისი მთავარი დანიშნულებაა ინციდენტის პრიორიტეტების მაღალი სიზუსტით დადგენა და ინციდენტის შესაბამისი სატელეფონო ინსტრუქციების გაცემა. აღნიშნულ ტრენინგებში „112"-ის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შესაბამისი თანამშრომლები არიან ჩართულები. ტრენინგების გავლის შემდეგ ინსტრუქტორები „112"-ის ქოლ-ცენტრის 300-მდე თანამშრომელს გადაამზადებენ ProQA-ისა და მისი პროტოკოლების მოხმარებაში. ProQA მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გამოიყენება და მისი პროტოკოლები მუდმივად იხვეწება და ვითარდება, რათა სრულად შეესაბამებოდეს გადაუდებელი შემთხვევების მართვის მსოფლიო სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ქართულად ითარგმნა და კულტურული კომიტეტების შეხვედრებზე მოხდება მისი მორგება ქართულ რეალობაზე. აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან „112"-ის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ProQA – გადაუდებელი დახმარების ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა წლის ბოლოს დაინერგება. პროგრამის მთავარი უპირატესობებია: ინფორმაციის დამუშავების პროცესის გამარტივება, ინციდენტის პრიორიტეტების სწორედ და შეუცდომლად განსაზღვრა, გადაუდებელი დახმარების რესურსის რაციონალური გადანაწილება და გადაუდებელი დახმარების დაწყება დარეკვისთანავე და მისი უწყვეტობა სატელეფონო კონსულტაციების გზით.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)