|
2019-07-08 18:52:37, 1156 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა პოსტ სკრიპტუმში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას (არჩევანი, P.S.). გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი გამოქვეყნდება მოგვიანებით რუსთავი 2 ის ვებ გვერდზე“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რომ გუშინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S-ს წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირი ეთერის დროს უცენზურო ლექსიკით მიმართა. წამყვანის ამ განცხადების შემდეგ, "რუსთავი 2"-ის შენობასთან მალევე უკმაყოფილე მოსახლეობა შეიკრიბა. მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში აქციას მართავდნენ. მომიტინგეებს სხვა და სხვა მოტხოვნები ჰქონდათ, კერძოდ, აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი, ითხოვდა, რომ გიორგი გაბუნიას ბოდიში მოეხადა, ნაწილი მის გათავისუფლებას ითხოვდა, იყვნენ მოქალაქეები რომლებიც აცხადებდნენ, რომ წამყვანმა ქვეყანა უნდა დატოვოს. კიდევ რამდენიმე მოქალაქე გაბუანიასთან ერთად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებასაც ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის შენობასთან, მმართველი გუნდის ღია მხარდამჭერები და აქტივისტები იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის ოპერატორმა დატოვა. ამ პროცესების ფონზე, ნიკა გვარამიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" გაბუნიას გამოხატვის ფორმას არ იზიარებს. გარდა ამისა, მან აქციის მონაწილეებს ხელისუფლების მიერ წაქეზებული ბანდერლოგები უწოდა. მოგვიანებით, ტელეკომპანიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ "რუსთავი 2"-მა მუშაობა ისევ განაახლა.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)