|
2019-07-07 17:49:24, 1156 ნახვა
საზოგადოება
UNICEF - გიორგი გოგიჩაიშვილი დაუვიწყარი ტელეწამყვანი და ბავშვების კუმირი იყო
გაეროს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია "იუნისეფი" მსახიობის და ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს, სამიძიმრის წერილს უგზავნის. "ძალიან ვწუხვართ გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალების გამო, ის დაუვიწყარი ტელეწამყვანი და ბავშვების კუმირი იყო. იუნისეფის სახელით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. ძალიან ვაფასებთ მის ღვაწლს, რომელიც მან გასწია რათა უამრავი ბავშვისთვის ბედნიერება მიენიჭა. ვუცხადებთ თანადგომას ოჯახს, ამ მძიმე დღეებში." - ნათქვამია "იუნისეფის" სამძიმრის წერილში. ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, მას წლების წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)