|
2019-07-07 15:26:27, 1227 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „ღირსების მარში“ 8 ივლისს გაიმართება
8 ივლისს, „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს. „22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში. ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ,,ღირსების მარშს" გავმართავთ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ,,ღირსების მარშის" თითოეული მონაწილის უსაფრთხოება“,- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)