00:14 - 06 Aug, 2026
|
2019-07-06 18:11:11, 1468 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება
თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. კახა კალაძე საფრანგეთის დედაქალაქში, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტის, ჟერომ შარტიეს მიწვევით იმყოფება. ვიზიტის მიზანი საქალაქო ტრანსპორტის სფეროში პარიზის გამოცდილების გაზიარება და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, შეხვედრებს გამართავს პარიზის საქალაქო ტრანსპორტის მმართველი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, გაეცნობა RATP Group-ის, Championnet-ისა და Bus 2025-ის საქმიანობებს. ასევე, ელექტროავტობუსების ბაზას დაათვალიერებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)