|
2019-07-06 13:44:46, 1582 ნახვა
საზოგადოება
ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გადაღებები დაიწყება. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმსფფ9“ უზრუნველყოფს. აღნიშნული ფილმის საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ჰოლივუდის მაღალი რანგის, წარმომადგენლების მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 2 მაისამდე ვიზიტის ფარგლებში.ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობდა. აღსანიშნავია, რომ კინომწარმოებლებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და საქართველოში კინოგადაღების შესაძლებლობებს გაეცნენ. პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორცილებს. პროგრამის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო და ვიზუალური პროდუქციის შემნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ის უკან დაბრუნებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რასაც შემოსული 26 განაცხადი მოწმობს. მათგან გადაღებები უკვე დასრულდა 15 პროექტზე, 11 პროექტზე გადაღებები მიმდინარეობს. პროგრამის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 67 მილიონი ლარი, დასაქმებულთა რაოდენობა კი 8000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)