|
2019-07-06 13:03:46, 1051 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება
დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და სანიაღვრე ქსელი. ამ ეტაპზე კი10 000 კვ.მ.ფართობზე მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.უახლოეს მომავალში ადაპტირებული ტროტუარიც მოეწყობა. გარდა ამისა, მოწესრიგდა საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულასთან“ მისასვლელი გზა. საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. რაიონის გამგებლის გაიოზ ვასაძის თქმით, აღნიშნული ქუჩა პრობლემური იყო და მისი მოწესრიგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასაც გააადვილებს. “მიმდინარე წელს დიდ დიღომში მასშტაბური პროექტები ხორციელდება, ამ დროისთვის შვიდ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. არჩილ მეფის ქუჩა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ბევრ მონაკვეთზე გზა ჩაწეული იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმ თვალსაზრისითაც, რომ აღნიშნული ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. მალე ეს ქუჩა განახლებული და მაქსიმალურად მოწესრიგებულიიქნება“,-განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 560 ლარია გამოყოფილი. პროექტს გამგეობის დაკვეთით კომპანია „ ცეკური“ ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)