|
2019-07-06 12:17:46, 1181 ნახვა
საზოგადოება
„მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი“ - ქეთათო აქციის ორგანიზატორებს ურჩევს, არ გააღიზიანონ
„მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი“, - ამ სიტყვებით მომღერალმა ქეთათო პოპიაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანზატორებს მიმართა. ქეთათოს განცხადებით, დემონსტრანტებმა ინტელექტუალური საკუთრება, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა უნებართვოდ მიითვისეს. ამასთან, მას არ სურს ჩარკვიანის ხმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ინტენსიურად ისმოდეს და ამ საპროტესტო ტალღასთან ასოცირდებოდეს. „ასეთი პერმანენტული სახით მეც არ მინდა ეს მუსიკა ტრიალებდეს. გახარიას გადადგომასთან არ არის რა ასოცირებული ეს მუსიკა. ეს მუსიკა კიდევ ბევრჯერ იქნება აქტუალური. გადმოვცურავ ზღვასო, ერთხელ, ორჯერ გაუშვეს ბიძინას სახლთან. გასაღვიძებლად სხვა რამე ჩაურთონ“, - აღნიშნა ქეთათომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას. მისივე თქმით, თვითმიზანი სასამართლოსთვის მიმართა არ არის, თუმცა ორგანზატორებს ურჩევს, არ გააღიზიანონ. „როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს არ უნდა ჩადიოდე. ერთ კონკრეტულ მაჯლაჯუნას ეხება ეს, მაღალ, სათვალიან მაჯლაჯუნას. მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი. მე ყველანაირი ბერკეტი მაქვს… თუ გამაღიზიანებენ, გამაბრაზებენ, გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ ეგეთი არ დაესიზმრებათ“, - განაცხადა ქეთათომ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)