|
2019-07-05 14:32:43, 1182 ნახვა
საზოგადოება
გონიოს ციხის ტერიტორიაზე იშვიათი სახეობის მონეტები აღმოაჩინეს
გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია განახლდა. სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს და სპეციალისტებმა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაკეთობანი, ამფორების, წითელლაკიანი კერამიკის, ქოთნები აღმოაჩინეს. გარდა ამისა, არქეოლოგებმა მინისა და ლითონის ნაკეთობანი და ვერცხლის 7 და 2 ბრინჯაოს მონეტაც იპოვეს. სპეციალისტების განმარტებით, მათგან ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება. არქეოლოგიური სამუშაოები ერთდროულად 4 უბანზე მიმდინარეობს. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომაული ეპოქის მესამე საუკუნის ნაგებობათა ნაშთებს სწავლობენ. მეორე უბანზე, ასევე რომალური ეპოქის, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის 1-2 საუკუნის შენობის ნანგრევებს აკვირდებიან. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ბიზანტიური და რომაული პერიოდის კულტურული ფენების შესწავლა მიმდინარეობს, გამოიკვეთა ამ ეპოქის კედლები და ჰიდრავლიკურხსნარიანი იატაკი. მეოთხე უბანი მდებარეობს ციხის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში სადაც, გასულ წელს აღმოჩნდა გარნიზონის მეთაურის სასახლე და აბანოს ნაშთები მოზაიკური იატაკით. დაწყებულია თხრილების გაფართოება აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით გვერდითი მინაშენებისა თუ სხვა ტიპის ნაგენობათა შესწავლა.
ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცეელებს.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)