|
2019-07-05 11:56:14, 1030 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: მედეას ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მედიცინა ძალიან ბუნებრივია
„მედეას ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მედიცინა ძალიან ბუნებრივია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონგრესის, სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმის გახსნისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნისათვის სამედიცინო ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. „საქართველოსთვის ტურიზმი არის ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ოლო ტურიზმის სხვადასხვა სახეობებში საკონფერენციო ტურიზმი და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ტურიზმია მნიშვნელოვანი. ვიტყოდი, ეს ისტორიული მიმართულებაა, ყველაფერი რაც ეხება მედიცინას. მედეას ქვეყანა ვართ ბოლოს და ბოლოს და რადგანაც მედეას ქვეყანა ვართ, ჩვენთვის მედიცინა არის ძალიან ბუნებრივი; ეს არის დარგი, რომელიც ყველა ქართველისთვის გენეტიკური და ძალიან ბუნებრივია. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა განვავითაროთ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, მედიცინის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები, რაც მრავლად გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა დანიშნულების. ეს არის საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც მომავალ წლებში მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ძალიან განვითარებული იქნება რეაბილიტაციის, გამაჯანსაღებელი კურორტები. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ. მნიშვნელოვანია დღეს რომ ამდენი ქალი არის აქ თავშეყრილი. მნიშვნელოვანია იმით, რომ დღევანდელ დღეს ქალი ლიდერები არიან უფრო და უფრო ძლიერები მსოფლიოში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)