|
2019-07-02 16:03:48, 1155 ნახვა
საზოგადოება
1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 1000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა
1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 1000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას საბითუმო ფასი, მინიმალური 0.7 ლარი, ხოლო მაქსიმალური 1.5 ლარია. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ექსპორტიორებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საქართველოში ატმის მოსავლის აღება დაგვიანებით დაიწყო, რამაც განაპირობა ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 2,000-ზე მეტი ტონა. ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)