|
2019-07-02 15:57:08, 1050 ნახვა
საზოგადოება
ოთხ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე - გოთუა ქუჩის N18-ში, კანდელაკის ქუჩის N8ა-ში, ტაშკენტის ქუჩის N18-სა და პეკინის გამზირის N33-ში, კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა. მოედნები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „მიმდინარე წელს, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოვაწყვეთ ახალი კომბინირებული სპორტული მოედნები, ასევე განხორციელდა ძველი მოედნების რეაბილიტაცია. ამჯერად კალათბურთის მოედნები განახლდა. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სპორტული ცხოვრების წესს და მათ ფიზიკურ აქტივობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ სამუშაოების ფარგლებში, მოედნებზე პოლიპროპილენის საფარი დაიგო, განახლდა ლითონის მავთულბადეები და განთავსდა შესაბამისი ინვენტარი. სამუშაოები, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია "დოკასპორტმა" შეასრულა, ბიუჯეტიდან 100 000 ლარით დაფინანსდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)