|
2019-07-02 15:05:51, 1294 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მძღოლების გამოკითხვა ჩატარდება
დედაქალაქის მერიის კონტრაქტორი „სპექტრუმ კონსალტინგი“, საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით, 3 ივლისს, ჭავჭავაძის გამზირთან დამაკავშირებელ ქუჩებზე მძღოლების მოკლე გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა შედგება შემთხვევითი შერჩევის ფორმით, 10:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე. გამოკითხვის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა, რაც ძირითადად გადაადგილების დაწყებისა და დასრულების წერტილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას ითვალისწინებს. მიღებული ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემის თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებისთვის იქნება გამოყენებული. დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანეს არტერიებზე, მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირსა და ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლების მოწყობის რეკომენდაცია თბილისის მერიას კომპანია „სისტრამ“ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)