|
2019-07-02 13:40:41, 906 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში და ნუცუბიძის მიკრორაიონებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
წყნეთში, ასევე, ნუცუბიძის V და II მიკრორაიონებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან არსებულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება საპარკე ინფრასტრუქტურა - ურბანული ავეჯი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, მათ შორის ე.წ. „ზიპ ლაინი“, მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები. წყნეთში, „გ ზონაში“ და ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N3-N4 კორპუსებთან, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დასასვენებელი სივრცეები გამწვანდება, მოეწყობა საბავშვო მოედანი და დამონტაჟდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მიმდინარე წელს სულ 20 დასასვენებელი სივრცის განახლება და მოწყობაა დაგეგმილი, მათი ნაწილი უკვე განხორციელებულია. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიები - „ინტერტექნოლოგი“ და „ემემი“ ასრულებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)