|
2019-07-02 10:55:17, 1170 ნახვა
საზოგადოება
„მათთვის ხომ მე დაჭრილი მხეცი ვარ, რომელიც უფრო საშიშია“ - მელია დღეს მის დაკავებას არ გამორიცხავს
ენმ-ს წევრი, ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ დღეს სასამართლო პროცესის შემდგომ დააკავონ. სააპაელაციო სასამართლოში მელიას სასამართლო პროცესი დღეს იმართება. „რთულია ამოიცნო „ქართული ოცნება“, ხელისუფლება რომელიც არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს. ვფიქრობ, ყველაზე რთული პერიოდი უდგას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, აქედან არის გამოწვეული არარაციონალური ნაბიჯები. დამიჭერენ არ დამიჭერენ - რა ამით აყვავდება ხეზე ნუში, თუ რა მოხდება. დარწმუნებული ვარ საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორად აფასებს მოვლენებს. მე რომ მკითხოთ, ხელისუფლება ცდილობს სისხლის სამართლის დონეზე დაიყვანოს ის, ვითარება რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ქვეყანა. არა, სახეზე გვაქვს უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული. ძალიან დიდი მორალური დისკომფორტი აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მე არ მიხილონ პარლამენტში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)