|
2019-07-01 14:50:31, 1307 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი პესკოვი: ნინო ქათამაძე ეტყობა პოლიტიკაში ვერ ერკვევა
კრემლი მომრერალ ნინო ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა, - ამის შესახებ ინფორმაციას Ria.ru ავრცელებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა. პესკოვი მიიჩნევს, რომ ქათამაზე პოლიტიკაში ვერ ერკვევა. "რუსეთში ძალიან უყვართ ქართველები და მათ დიდ პატივს სცემენ. მაგრამ ჩვენ ექსტრემისტების ქმედებებს, რომლებიც განსაკუთრებით ჩვენი დეპუტატების წინააღმდეგ არის მიმართული მშვიდად ვერ მივიღებთ. ქართველები ძალიან ნიჭიერები არიან. ქართული კულტურის წარმომადგენლებს ძალიან ვაფასებთ და ასეც იქნება. ნინო ქათამაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, ეტყობა ბევრი რამ არ იცის პოლიტიკის საკითხებში. თუ მას ექნება კითხვები, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მას ავუხსნათ“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, ნინო ქათამაზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების ტალღას გუშინ შეუერთდა. მან ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და რუსეთში გამართული კონცერტისთვის ბოდიში მოიხადა. სიტყვით გამოსვლისას მომღერალმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს ბოლო კონცერტი იყო, რომელიც მან ჩაატარა. მისივე თქმით, შს მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)