|
2019-07-01 14:33:29, 981 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ნოვაციური მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო
ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან თანამედროვე, მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. ახალი სპორტული სივრცე საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა. როგორც გაიოზ ვასაძემ განმარტა, აღნიშნული სპორტული ინფრასტრუქტურა მაღალი ხარისხისაა, გააჩნია არაერთი სერტიფიკატი და ამ ეტაპზე მისი ანალოგი საქართველოში არ არსებობს. მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსებული თანამედროვე სპორტული ინვენტარი იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქე ვარჯიშის ინსტრუქციას წერილობით ან QR კოდის მეშვეობით, ვიდეოს სახით გაეცნოს. გარდა ამისა, ინვენტარს აქვს აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ვარჯიშების ვიდეოს სახით მომზადება, რომელიც მიუთითებს ვარჯიშისა და შესვენების დროს, აჩვენებს თუ რომელი სავარჯიშო რომელი კუნთის განვითარებას უწყობს ხელს, ასევე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს. სპორტული სივრცის მოწყობის სამუშაოები გამგეობის დაკვეთით შპს "გრინსერვის +"-მა განახორციელა. სპორტული ინვენტარისა და მისი მონტაჟისთვის ჯამში ბიუჯეტიდან 125 089 ლარი დაიხარჯა. ამ დროისთვის მსგავსი მულტიფუნქციური სპორტული სივრცის მოწყობა დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N1-თან მდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)