|
2019-07-01 13:38:54, 1236 ნახვა
საზოგადოება
„გახარია წადი!“ – სასტუმრო შერატონთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასთან“, სადაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ინიციატივის „პროპორციული არჩევნები 2020“ პრეზენტაციას აწყობს, მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამგვარად სურთ დეპუტატებს შეახსენონ, რომ პროპორციული არჩევნები მათი აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ხოლო მთავარი მოთხოვნა - შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, კვლავ შეუსრულებელია. „ვერანაირი ახალი ინიციატივის, მათ შორის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პრეზენტაცია, ვერ გადაფარავს იმ გაბრაზებას, რაც გვაქვს თვალებდათხრილი, დასახიჩრებული, მოწამლული ადამიანის გამო. ჩვენ მივიღებთ მესამე მოთხოვნას (გახარიას გადადგომა), ამის შემდეგ გამართონ პრეზენტაცია. ვიქნებით ყველგან, სადაც ისინი იქნებიან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა. დეონსტრანტებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერით „ნუ გვაბრმავებთ“, „გახარია წადი“. დეპუტატებს სასტუმროში სტვენისა და შეძახილების ფონზე უწევთ შესვლა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)