|
2019-06-29 19:27:09, 1657 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის მე-10 დღე - დემონსტრანტებმა „თავისუფლების მარში“ გამართეს
საპროტესტო აქციათა ციკლის - „სირცხვილია“-ს დემონსტრანტებმა "თავისუფლების მარში" გამართეს. დემონსტრანტები რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. მარშის მონაწილეებს პოლიტიკოსებიც, კერძოდ, პარტია "ევროპული საქართველოს" და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. დემონსტრანტების ერთდერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა. ისინი სკანდირებდნენ: "წადი!" ; "გაუმარჯოს საქართველოს". როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს. "გახარიას მაინც მოუწევს წასვლა, თუ არ უნდა თავისი გუნდი პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვას. ბევრს არ ვილაპარაკებ მთავარი მოთხოვნაა, რომ მან დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს", - განაცხადა უგულავამ. მსვლელობის დროს რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაიკეთა. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან, სადაც უკვე მე-10 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცნობისთვის, დემონსტრანტებს სულ 3 მოთხოვნა ჰქონდათ, კერძოდ: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ხსენებული მოთხოვნებიდან 2 უკვე დაკმაყოფილდა და დემონსტრანტები ბოლო მოთხოვნის, შს მინისტრის გადაყენებას, ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)