|
2019-06-29 15:18:43, 1524 ნახვა
საზოგადოება
20-21 ივნისის ღამეს დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქი მართვით სუნთქვაზე რჩება
20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველზე დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის ჯანმართელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზეა. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის დაშავებული 6 პაციენტი მკურნალობას ორ კლინიკაში განაგრძობს. მისივე თქმით, 3 პაციენტი "ნიუ ჰოსპიტალში" მკურნალობს, კიდევ 3 კი, რეგიონალურ ჰოსპიტალში. „რაც შეეხება ალადაშვილიდან გადმოყვანილ ორ პაციენტს, რომელთაგან ერთ-ერთან ჩატარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია, ეს პაციენტი, 35 წლამდე მამაკაცი მოხსნილია აპარატიდან, არის კონტაქტური და ამ პაციენტთან იგეგმება, როდესაც უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მოგვცემს, რეაბილიტაცია უკვე საზღვარგარეთ. რაც შეეხება, მეორე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, არის გაუმჯობესება“, - განაცხადა თალაკვაძემ. თალაკვაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კიდევ 2 პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა დაგეგმილი. კერძოდ, ისინი მკურნალობას გერმანიასა და ისრაელში გააგრძელებენ. რაც შეეხება დაშავებულ სამარტალდამცველებს, ორი თურქეთშია სამკურნალოდ გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)