20:28 - 05 Aug, 2026
|
2019-06-28 12:25:15, 1396 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ხუთ მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონა კიდევ ხუთ მისამართზე მოეწყო. სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორი გლდანის მესამე მიკრორაიონი N12, ლიბანის ქუჩა კორპუსი N6 და N119 საჯარო სკოლას შორის, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის კორპუსი N38-39, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N20-23 კორპუსებთან, ასევე, კაჭარავას ქუჩა N77 სპორტულ მოედანთან განთავსდა. სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა, გამგეობის ბიუჯეტიდან 76 570 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს, ტრენაჟორები, ჯამში, ოც მისამართზე დამონტაჟდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)