|
2019-06-27 20:40:43, 1694 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის მე-8 დღე - აქცია „სირცხვილია!“ განახლდა
პროტესტის მერვე დღე - პარლამენტთან საპროტესტო აქცია "სირცხვილია!" განახლდა. "ყოველდღე, 19:00-დან, პარლამენტის წინ ერთი მიზნისთვის ვიკრიბებით, რომ ვიცხოვროთ უკეთეს, სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში, სადაც არავის შეეშინდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და სადაც ვერცერთი მთავრობა ვერ გაბედავს ოკუპანტი მტრების ჩვენს ქვეყანაში შემოშვებას. მე-8 დღეა, რაც პროტესტის მუხტი არ ნელდება, არ ვიღლებით და არ ვნებდებით, რადგან გვესმის, რომ ჩვენი მთავარი მისია ახლა ქვეყნის სამსახურში დგომაა. ყოველდღე ეწყობა საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში. ადამიანების ნაწილმა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას და შიმშილობს. ჩვენ, ყველანი ერთად მოვითხოვთ დარჩენილი მოთხოვნის შესრულებას: შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას! ამიტომ, ვიდგებით ერთად და მშვიდობიანად მანამ, სანამ ჩვენი სრულიად კანონიერი მოთხოვნა არ შესრულდება!", - წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)