|
2019-06-27 16:54:25, 1471 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი: 91-მა დეპუტატმა მელიას პატიმრობის განაჩენი გამოუტანა, დღეს კი ერთმა მოსამართლემ ამას ხაზი გადაუსვა
„91-მა დეპუტატმა ჩაატარა გუშინ წინასასამართლო პროცესი და პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს ნიკანორ მელიას და დღეს ერთმა მოსამართლემ, ამას ყველაფერს ხაზი გადაუსვა“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილებას, რის მიხედვითაც მელიას გირაო შეეფარდა. ადვოკატის შეფასებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. „პირველ რიგში, მე როგორც იურისტი, მინდა ვთქვა ერთი რამ, ის გადაწვეტილება, რაც მიიღო დღეს სასამართლომ არის ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება, მე პოლიტიკურ განმარტებებს ვერ გავაკეთებ, ეს იყო გადაწყვეტილება, რასაც ვითხოვდით ჩვენ დაცვის მხარე. ერთადერთი, ძალიან მიხარია, რომ მოსამართლემ გაიგონა ხალხის და საზოგადოების ხმა, დარწმუნდა იმ საქმის აბსურდულობაში, ასევე შექმნილ სიტუაციაში. 91-მა დეპუტატმა ჩაატარა გუშინ წინასასამართლო პროცესი და პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს ნიკანორ მელიას და დღეს ერთმა მოსამართლემ, ამას ყველაფერს ხაზი გადაუსვა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)