|
2019-06-27 14:02:12, 1040 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი გაიმართა
თბილისის მერიისა და იუნესკო-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმართა. დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგებლებმა, ასევე, ჩინეთის დელეგაციის წევრებმა პრეზენტაციები და პროექტები წარმოადგინეს. ფორუმზე თანამშრომლობის გზები, პერსპექტივები, გამოწვევები და კულტურის, განათლებისა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით არსებული მიზნები განიხილეს. ფორუმი დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გახსნა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის კულტურის, განათლებისა და კულტურული ტურიზმის როლის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ქართულ-ჩინურ ურთიერთობას კულტურის, როგორც ბიზნესის განვითარებაში დიდი როლი აქვს. აღნიშნული ფორუმი სწორედ ამას ემსახურება, რომ ბიზნესისა და კულტურის მიმართულებით, თანამშროლობის ახალი მოდელები შემუშავდეს. ასევე, გადმოვიტანოთ საუკეთესო პრაქტიკა და დავნერგოთ. მსგავსი ღონისძიებების, დიალოგების გამართვა მრავალფეროვნების გარანტია“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ. ფორუმის დასასრულს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. დედაქალაქის მერიის პატრონაჟით, საქართველოს ჩინეთის ოპერის/თეატრის ქალაქის, სათეატრო ქალაქების ალიანსის გენერალური დირექტორი, ტურიზმის და კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელი გუო ქსიაონანი, პროფესორი შენ ლინი, პროფესორ გუო ჩენზი და დელეგაციის სხვა წევრები, ასევე, კულტურის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. პროექტი თბილისის მერიის, იუნესკო-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის, ფონდის - „კავკასია“ და ხელოვნების სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით განხორციელდა. თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, ღონისძიებას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი ესწრებოდნენ.
(NS)
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)