|
2019-06-24 18:16:35, 1319 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: მოვუწოდებთ არამარტო პროკურატურას, არამედ შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს, სახალხო დამცველთან ითანამშრომლონ
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილება მისასალმებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მის აპარატს სრული წვდომა ექნება მიმდინარე გამოძიების მასალებზე. „სახალხო დამცველი დიდი ხანია ითხოვს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეებთან დაკავშირებულ მასალებზე წვდომას. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში აუცილებელია გატარდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის განსაკუთრებული კატეგორიის საქმეებზე დაშვების უფლებამოსილებას და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და დამოკიდებული საქართველოს პროკურატურის მიერ საგამონაკლისო და შერჩევითი წესით გამოხატულ კეთილ ნებაზე. თითოეულ მოქალაქეს სახალხო დამცველისგან თანაბარი მოლოდინები და იმედი უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ჩაერთვება გამოძიების პროცესში საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით და მისი ჩართულობა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნით, სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნება საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო, სადაც მოწვეულნი იქნებიან ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და საერთაშორისო ექსპერტები. სახალხო დამცველი თავის საქმიანობას წარმართავს აღნიშნულ ჯგუფთან კონსულტაციის და მათთვის გამოძიების თაობაზე მაქსიმალურად შესაძლებელი ინფორმაციის მიწოდების გზით. ასევე, დამატებით გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველი აპირებს იმუშაოს არა მხოლოდ 21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ, შეისწავლოს და შეაფასოს ქვეყანაში აქციების მართვასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები. ფაქტია, რომ ბოლო წლებში გამართული აქციების მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ სერიოზული პრობლემებია როგორც აქციების/კონტრაქციების მართვასთან, ისე მისი დაშლის გადაწყვეტილების აღსრულების მიმართებითაც, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს არამარტო პროკურატურას, არამედ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და სხვა უწყებებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად ითანამშრომლონ საქართველოს სახალხო დამცველთან“, - აღნიშნულია სახლახო დამცველის განცხადებაში.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)