|
2019-06-23 01:12:26, 1314 ნახვა
საზოგადოება
„ხელისუფლებას აღარ ახსოვს, რომელი ქვეყნის ინტერესებს იცავს“ - აქცია „ოცნების“ ოფისთან საქართველოს ჰიმნის ფონზე დასრულდა
აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან დასრულდა. ადგილზე შეკრებილებმა საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთად გააჟღერეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას და იმ სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც ძალას გადაამეტეს. მომიტინგეებმა ხელიუფლებას ხვალ, 14:00 საათამდე ვადა ისცეს, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, თუმცა მათი განცხადებით, ხვალ 19:00 საათზე აქცია პარლამენტთან ისევ გაიმართება. აქციის მონაწილეებმა "ოცნების" ოფისთან საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს. "გავაგონოთ ხელისუფლებას საქართველოს ჰიმნი, რომელიც ალბათ დიდი ხანია არ მოუსმენიათ, რადგან არ ახსოვთ რომელი ქვეყნის ინტერესებს იცავენ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)