16:49 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 18:54:44, 955 ნახვა

საზოგადოება
მეუფე პეტრე: თუ დღესაც განმეორდა დაპირისპირება, ცოცხალი კედელით შუაში ჩავდგებით

თუ დღეს ისევ განმეორდა დაპირისპირება, ცოცხალი კედელით ჩავდგებით შუაში, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტელმა, მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა.

მეუფე პეტრე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ვინაიდან გუშინ ისევე, როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში 91-92 წლებში საქართველოს ეკლესიამ ვერ მოახერხა მწყემსი კეთილის სიმაღლეზე და ქრისტიანული მოწოდებით დაემტკიცებინა, რომ თავი გაეწირა ერისთვის და ერის შვილების გადასარჩენად, ძალიან ვწუხვართ, რომ წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი. მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს ჩავიდე თბილისში. ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, მოწოდებებს, მაგრამ იქ ვიქნებით მხოლოდ ქაშვეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს ისევ განმეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება. უმოწყალო დამოკიდებულება და სისხლისღვრა ქართველი ახალგაზრდების მიმართ, ჩვენ ცოცხალი კედელით ჩავდგეთ შუაში და ჩვენ, როგორც ქრისტიანებმა გავწიროთ თავი ახალგაზრდების გადასარჩენად“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics