|
2019-06-20 16:04:01, 912 ნახვა
საზოგადოება
„დროა - მშვიდობა ომზე მეტია“ - ხვალ, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება
ხვალ, თავისუფლების მოედანზე აქცია "დროა - მშვიდობა ომზე მეტია!" გაიმაართება. სოციალურ ქსელში აქციის ანონსი უკვე გავრცელდა. მას რიგითი მოქალაქეები გამართავენ. "1 წლის წინ, როდესაც რუსებმა მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი, 1 კვირა იყო გასული და ვერ ვჩერდებოდი, ვფიქრობდი სხვა რამე უნდა გვექნა.. ვერ ვჩერდებოდით როცა ვუყურებდით ამ უსუსურობას. მაგრამ ყველა რაღაცას ველოდებოდით.. ჩვენი ჯარისკაცის ცხედარს არ გვაძლევდნენ და ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენდნენ. ეგეთი უსუსური ალბათ არასდროს ვყოფილვართ, ვერ შევიკავე თავი და დავაანონსეთ აქცია მშვიდობა ომზე მეტია. სადაც ჩვენი სათქმელი იყო რომ, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ისინი ირჩევენ ომს, ჩვენთვის მშვიდობა ომზე მეტია. ხოლო მეორე მესიჯი იყო war is not over! რადგან ომი არ დასრულებულა და ის ახლაც გრძელდება. სრულ ქაოსში, გაურკვევლობაში ვუყურებთ როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს, ისეთივე უსუსურები როგორიც შარშან ვიყავით, როცა ერთი თვე ვეხვეწებოდით მოკლული ჯარისკაცის სხეულის გადმოცემას. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს, ვხედავთ ზიზღით გაჟღენთილ საზოგადოებას. ვხედავთ? საერთოდ ვერ ვხედავთ ხელისუფლებას, ვერ ვგრძნობთ რომ პატრონი გვყავს, ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად და ვდგავართ აშკარა პროვოკაციის წინაშე. პროვოკაციის რომელიც აწყობს მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას. ვხედავთ დაჩაგრულ ადამიანებს და ვხედავთ როგორ ექმნება საფრთხე ჩვენს კონსტიტუციას! გთხოვთ ყველას მოიწვიეთ თქვენი მეგობრები, მოდით თქვენს მეგობრებთან, შვილებთან, მშობლებთან, ბებია-ბაბუებთან ერთად, დღესაც ზუსტად ისე გვჭირდება გარეთ გამოსვლა, როგორც შარშან, დღესაც აუცილებელია ჩვენ, ყველა მხარესგან შორს მდგომმა ადამიანებმა დავაფიქსიროთ რომ ეს ქვეყანა ჩვენთვის ძვირფასია!", - ნათქვამია აქციის ანონსი.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)