15:13 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 13:13:18, 835 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი გახდა

 აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა" გახდა. გამარჯვებული კომპანიის დასახელება და დაჯილოდოების ცერემონია 18 ივნისს  ბრიუსელში გაიმართა.

ევროკავშირისა და ევროპის ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „კავკასიის ენერგოეფექტური პროგრამა" მონაწილეობით,  ღვინის კომპანია „შილდამ"  ღვინის წარმოების "ეკომეგობრული" პროცესების დანერგვა 2016 წელს დაიწყო.  ამით ის რეგიონში პირველი ენერგოეფექტური ღვინის საწარმო გახდა. დღეისათვის საწარმო  60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და ყოველწლიურად ელექტროენერგიის გადასახადებზე 60 ათასზე მეტ ევროს ზოგავს  .

მდგრადი ენერგეტიკის დაჯილდოების პროექტში  6 ქვეყნის 50-ზე მეტი საწარმო მონაწილეობდა. შერჩევისას ჟიურიმ დაასახელა 6 ფინალისტი, რომელთა შორის მოხვდა „შილდა". ფინალისტებს შორის გამარჯვებულის გამოვლენა კი ონლაინ ხმის მიცემის რეჟიმში 2 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.

„ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდო" აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის „მდგრადი ენერგიის კვირეულის" ნაწილია და  აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვეთი და უკრაინა) პირველად ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავს ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics