14:36 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 15:39:28, 811 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

 ჩუღურეთის რაიონში, 9 ძმის ქუჩაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, უახლოეს მომავალში კი რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, ტენდერი გამოცხადდება.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, საბაღე სკამები, ურნები, დასასვენებელი ადგილები და საჩრდილობლები განთავსდება. ასევე, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდება ფილებით და ტერიტორია ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. 

პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე ასევე, უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება, რულონური ბალახი დაიგება და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები ჩატარდება.

 ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს.

„9 ძმის ქუჩაზე, აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში მიტოვებული და უკანონოდ შემოფარგლული იყო. მოსახლეობის თხოვნითა და მათთან თანამშრომლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილზე გამწვანებული დასასვენებელი სივრცე მოვაწყოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით,  ახალი  სკვერი მოეწყო. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ორივე სივრცე გაერთიანდება და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა მრავალფუნქციური, თანამედროვე რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics