|
2019-06-16 19:36:07, 1223 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ფოთლები, ბალახები, ხავსი, ფესვები და ა.შ - ეს არის იმ მასალის ნაწილი, რასაც ფრინველები ბუდეების ასაშენებლად იყენებენ. „ჩიტების უმეტესობა ბუდობას აპრილიდან იწყებს და თითქმის აგვისტოს ბოლომდე აგრძელებს. გაინტერესებთ რა კავშირშია ფრინველები და გაზი ერთმანეთთან? ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ფრინველები ბუდეს ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლების ან გაზის გამათბობლების მილში იკეთებენ. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ უნდა მოვიხმაროთ სახლში ან დახურულ სივრცეში ღია კამერიანი გაზის დანადგარები. დაამონტაჟეთ მხოლოდ დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზის გამათბობლები. ფოტოებზე სწორედ ასეთი შემთხვევის მაგალითებს ხედავთ. კომპანიის სპეციალისტებმა საცხოვრებელი სახლების შემოწმებისას ბოლო დღეებში რამდენიმე მსგავსი ფაქტი აღმოაჩინეს. გაზგამანაწილებელი კომპანია მოგიწოდებთ. უარი თქვით ღია წვის კამერიანი დანადგარების საცხოვრებელ ფართში მონტაჟზე. არ დაამონტაჟოთ ე.წ. გოფრირებული მილები. დარეკეთ(240 40 04) და შეამოწმეთ თქვენი გაზგაყვანილობა - მომსახურება უფასოა“,- ნათქვამია განცხადებაში. R
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)