|
2019-06-14 10:32:53, 946 ნახვა
საზოგადოება
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დასადგენად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ათასზე მეტმა მშობელმა მიმართა
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების განსაზღვრის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ამ დრომდე 1 133-მა მშობელმა მიმართა. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი 82 პირს უკვე დაუდგინდა, მათ შორის, 55 დედას და 27 მამას. 1051 განაცხადი კი განხილვის ეტაპზეა. საქართველოს მთავრობის N212 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ მოითხოვოს სტატუსის დადგენა. აღსანიშნავია, რომ დღემდე აღნიშნული სტატუსის დადგენისთვის არ იყო განსაზღვრული ერთი საერთო წესი და პასუხისმგებელი უწყება. დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება: · საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი ან ნაშვილები; · სტატუსის დადგენისათვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაუდგინდეს როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს; · მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი – დედაც და მამაც; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა სრულიად უფასოა და გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს მიიღება.
(NS)
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)