12:59 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 19:35:54, 1051 ნახვა

საზოგადოება
ნინო წილოსანმა, „ქართუ ფონდის“ პრეზიდენტთან ერთად, ერისთავების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა, „ქართუ ფონდის" პრეზიდენტთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკა ანთიძესთან ერთად, ერისთავების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ქართუ ფონდი" ახორციელებს.

„ერისთავების სასახლე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია, ამიტომ მის რეაბილიტაციას მთელი რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გარდა იმისა, რომ სამუშაოები ჩატარდება ერისთავების სასახლეში, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დენდროლოგიური პარკის განახლებაც იგეგმება. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით მეოთხე პარკი, რომელიც ტურისტული და კულტურული თვალსაზრისით რეგიონის ერთ-ერთ მარგალიტად მიიჩნევა.

ამასთან, ნინო წილოსანმა, „ქართუ ფონდის" პრეზიდენტმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ერკეთის მონასტერიც მოინახულა, რომლის რეაბილიტაციას ასევე „ქართუ ფონდი" ახორციელებს.

ძალიან მალე, გურიის კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ძეგლები სრულად განახლდება და მიიზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics