|
2019-06-13 11:10:19, 4907 ნახვა
საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან 4 წელი გავიდა
13-14 ივნისის სტიქიიდან 4 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე ადამიანი დაზარალდა. დაიღუპა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორიას მიადგა. მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი - სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებებიც. სტიქიის ზონაში თბილისის მერიამ პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები განახორციელა. დედაქალაქის მთავრობის შესაბამისმა სამსახურებმა 480 დაზარალებული მოქალაქე სასტუმროებში განათავსეს და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. საჭიროებისამებრ, დაზარალებულ მოქალაქეებს გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, გადაეცათ მედიკამენტები და საკვები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის სურვილი 10 000-ზე მეტმა მოხალისემ გამოთქვა. ახალგაზრდები სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ჩაებნენ. უპრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა შემოწირულობების შეგროვების მხრივაც. სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები, როგორც ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, ასევე, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და ბანკებმა გადარიცხეს. მერიის ინფორმაციით, სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით, 26 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დღეისთვის სრულად აღდგენილია. აღსანიშნავია, რომ მდინარე ვერეზე წინასწარი შეტყობინების (განგაშის) სისტემა დამონტაჟდა. განლაგდა ატმოსფერული ნალექების მზომი მეტეოროლოგიური და მდინარეში წყლის დონის მზომი ჰიდროლოგიური საგუშაგოები.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|










































ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)