|
2019-06-12 13:42:01, 1114 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: შშმ პირთა საკითხებზე მუშაობა თბილისის მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, - ამის შესახებთბილისის მერმაკახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ხელს მაქსიმალურად უწყობს. დედაქალაქის მერმა შშმ პირთა საკითხებზე მუშაობის მიმართულებით თბილისის მერიის აქტივობებზე, ასევე, შესაბამის პროგრამებზე ისაუბრა. მისი თქმით, მერიის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, ჯანდაცვისა თუ სპორტის არაერთიპროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. „ის, რომ შშმ პირების საკითხიჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გაკეთებული საქმით დასტურდება. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ ქალაქში ვახორციელებთ. ამ პროექტებს ვახორციელებთ ისე, რომ ყოველთვის ხდება ადაპტირება შშმ პირებისთვის მათივე ჩართულობით. ასევე, ადაპტირებულია ყველა ახალი ავტობუსი და მომავალში შეძენილი ყველა სატრანსპორტო საშუალება იქნება ასეთივე. რაც შეეხება სპორტს, თბილისის მერიას აქვს პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელშიც სპორტის 15 სახეობაში 192 შშმ სპორტსმენი გადის მომზადებას. ამ ცენტრმა სერიოზული გავლენა იქონია ჩვენს პარასპორტსმენთა წარმატებაზე საერთაშორისო დონეზე, რაც პირადად ჩემთვის ნამდვილად სიამაყის საფუძველია. მათ მომავალშიც ჩვენგან ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა იმისთვის, რომ უფრო მეტად წარმატებულები იყონ. ამ თემაზე საუბრის დროს, უნდა შევეხო მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას. საქართველოს პარლამენტმა 29 მაისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო საშუალების პარკირება შშმ პირის სატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე დაჯარიმდება 50 ლარით (ნაცვლად 10 ლარისა). ეს გაზრდილი ჯარიმა ძალაში 13 ივლისიდან შევა“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თბილისის მერიაში 10-მდე პროგრამამუშაობს, რომელიც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მაქსიმალური უზრუნველყოფისკენაა მიმართული. აღნიშნული პროგრამებისთვის ყოველწლიურად, 7 927 000 ლარია გამოყოფილი და 4650-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სარგებლობს.
(NS)
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)