|
2019-06-12 13:32:43, 896 ნახვა
საზოგადოება
ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები ჩატარდა
მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედაწელის 200 ჰა ფართობზე, რომელიც ნ. ჟვანიას, ღოღობერიძის, ჯაფარიძისა და მარაბდის ქუჩებსმოიცავდა, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევებიჩატარდა. აღნიშნული კვლევების შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. „ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ განაშენიანების რეგულირების ძალიან ბევრი გეგმა და სამშენებლო მოედანი იყოგამზადებული იმისთვის, რომ მშენებლობებიდაწყებულიყო. ინვესტორებისგან ძალიან დიდი შემოტევა იყო, თუმცა ჩვენთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ყველა სამშენებლო ნებართვა შევაჩერეთ და ჩავატარეთ კვლევა, რომ გაგვეგო რეალურად,არის თუ არა საფრთხის შემცველი ეს კონკრეტული ფერდები და ქუჩები. როდესაც ჩვენ ქალაქის სწორ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ზუსტად მსგავსი კვლევების ჩატარებაა მნიშვნელოვანი. არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს, რატომარ ხდება ნებართვების გაცემა. როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, უკომპრომისო ვიქნებით და ვერ დავუშვებთ ისეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც შეიძლება სამომავლოდპრობლემა იყოს. შესაბამისად, ის გრგ-ები და ნებართვები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის მიღებას ელოდებოდნენ, ამ კონკრეტულ არეალში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ჩატარებული კვლევების შესახებ დეტალურად თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა. „ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის (მარცხენა და მარჯვენა ფერდების) კვლევა მერის დავალების შესაბამისად ჩატარდა. ორივე ფერდისძალიან დეტალური კვლევამოხდა, რომელიც დაახლოებით, 200 ჰა-ზე ჩატარდა და რომელმაც აღნიშნული ფერდების გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოსაინჟინრო მდგრადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვცა. სამწუხაროდ, ის მოლოდინები, რაც აღნიშნულ ფერდებთან დაკავშირებით გვქონდა, დადასტურდა. განსაკუთრებით, საუბარია მარჯვენა ფერდის მძიმე გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით.იქედან გამომდინარე, რომ ახალი მენეჯმენტის დროს, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა და დამტკიცებული გრგ შეუსაბამო გრგ-დ გამოცხადდა,აღნიშნულმა კვლევამ დაადასტურა, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც გამზადებული სამშენებლო ნებართვები არ გავეცით, რადგანაც პრობლემა შეიძლება შეექმნას ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებაც მარჯვენა ფერდზე იყო გადაწყვეტილი“, - განაცხადა მაია ბითაძემ. რაც შეეხება უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებსა და დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს, მერის მოადგილის განმარტებით, უკვე აშენებულ ობიექტებთან მიმართებით, დამატებითი ღონისძიებები გატარდება, რომელიც მარჯვენა ფერდზე არის განთავსებული. „კვლევის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დამატებითი პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ქვათა ცვენისა და გეოლოგიური მდგრადობიდან გამომდინარე. ასევე, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა „ბალტიკდეველოპმენტის“ წარმომადგენლებთან, რადგან მარცხენა ფერდზე ქვათა ცვენის საშიშროება არსებობს. შესაბამისად, მათ მიეცათ რეკომენდაციები და ქვათა ცვენის საწინააღმდეგოდ, დამატებით ღონისძიებებს გაატარებენ. მათთან მოლაპარაკების გზით გადაწყდა, რომ აღნიშნულ ხევში ასევე,ჰიდროლოგიური ნაწილია გასაუმჯობესებელი და ისინი მოწყობილ წყალგამტარს 1.5 მეტრით აამაღლებენ, როგორც ეს კვლევის შედეგებშია ასახული. აღნიშნული ღონისძიება კვლევისა და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, ასწლოვანი პოტენციური წყალმოვარდნის დროს, რაიმე სახის რისკსმთლიანად გამორიცხავს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
(NS)
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)