|
2019-06-10 16:28:18, 1431 ნახვა
საზოგადოება
იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში თბილისის მე-9 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით, პროგრამა „იმიტირებული სასამართლო პროცესების“ ფინალური ტური გაიმართა. სასწავლო წლის დასასრულს, ყველაზე მასშტაბური კონკურსი თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. ფინალში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა, მე-9 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გამარჯვებული გუნდის წევრებს სიმბოლური თასი და სერტიფიკატები დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ გადასცეს. პროგრამა სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა, თუმცა, ფინალურ, ყველაზე მასშტაბურ დასკვნით ეტაპს დედაქალაქმა უმასპინძლა. თბილისში, 27 საჯარო სკოლის 300-ზე მეტი მოსწავლე და იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის 50 სტუდენტი მენტორის ფუნქციით მონაწილეობდა. მოსწავლეები პროცესებზე განასახიერებდნენ როგორც მხარეებს, ისე ნაფიც მსაჯულებს. გამარჯვებული გუნდის გარდა ასევე დასახელდნენ „საუკეთესო ადვოკატები“ და „საუკეთესო პროკურორები, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპი თბილისის საქალაქო სასამართლოში 25-26 მაისს მიმდინარეობდა. ჯამში, 14 იმიტირებული პროცესი ჩატარდა. გარდა ამისა, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, სოციალური უნარების, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის შესახებ. პროგრამა „იმიტირებული სასამართლო პროცესები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის“ 2015 წლიდან ტარდება და მისი მთავარი მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებში, ასევე სტუდენტებში, ხელი შეუწყოს სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მართლმსაჯულების და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სხვა.
(NS)
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)