|
2019-06-07 12:45:22, 845 ნახვა
საზოგადოება
5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 19% გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,912,352 მგზავრს მოემსახურა. რაც 19% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1,610,246 მგზავრი). მაისში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მაისში 348,878 მგზავრს მოემსახურა, რაც 13% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 307,431 მგზავრი ). 5 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადი 12%-ით გაიზარდა და 1,485,079 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 1,327,535 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის მაისში 22% გაიზარდა და 64,312 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 52,631 მგზავრი). რაც შეეხება 5 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 288,626 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69% მეტია. (2018 წელი 171,064 მგზავრი). ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის მაისში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 47,491 მგზავრმა ისარგებლა. რაც 15%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 41,244 მგზავრი). 5 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და 135,939 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 109,505 მგზავრი). რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 5 თვეში 2,340 მგზავრს მოემსახურა. რაც 28% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,833 მგზავრი). ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის პირველ 5 თვეს 368 მგზავრმა ისარგებლა, რაც 19% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 309 მგზავრი). ამასთან, ჯამში, 5 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 2,708 მგზავრმა ისარგებლა რაც 26% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 2,142 მგზავრი).
(NS)
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)