|
2019-06-06 12:22:35, 898 ნახვა
საზოგადოება
„ბილაინმა“ კორპორაციული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა
ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, თბილისში, თორნიკე ერისთავის #6-ში კორპორაციული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ახალ ოფისში მომხმარებელს შეუძლია: მიიღოს ინფორმაცია ბილაინის კორპორაციული მომსახურების შესახებ, გააფორმოს კონტრაქტი და შეიძინოს სხვადასხვა სახის მოწყობილობა. ბილაინის კორპორაციული მომსახურება განკუთვნილია მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიებისთვის და მოიცავს: მომსახურებების ფართო სპექტრს; ინდივიდუალურ მიდგომას; კორპორაციული აბონენტების საქმიანობის სფეროსა და ბიზნესსექტორზე მორგებულ შეთავაზებებს; სატელეფონო ნომრის დაყენების შესაძლებლობას ინტერნეტის ქსელის გამოყენებით, კერძოდ კი, VoIP ტექნოლოგიის მეშვეობით. ბილაინის კორპორაციული აბონენტები, ასევე, სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით მოწყობილობებზე. კორპორაციული მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ: https://www.beeline.ge/business/
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)