|
2019-06-06 11:24:01, 848 ნახვა
საზოგადოება
„გადასახადების გადამხდელთა კავშირი“ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ მოუწოდებს
„მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ!“- ასე ეხმაურება „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმების თაობაზე, რომელთა წევრებსაც უპირატესობა ჰქონდათ იმპორტის გადასახადი არა 5, არამედ 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაეხადათ. „გადასახადების გადამხდელთა კავშირი“ მიიჩნევს, რომ ცვლილებები ზედმეტად მყისიერად მიიღეს და ბიზნესს ადაპტაციისთვის დრო აღარ დარჩა. გადასახადების გადამხდელთა კავშირის განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციაში ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისით დათარიღებული ცვლილება იყო ბიზნესისთვის მოულოდნელი და ის ვერ შეფასდება პრო-ბიზნესურად. კერძოდ, აღნიშნული ბრძანებით გაუქმებული იმპორტის გადასახდელების გადახდის საშეღავათო პერიოდი გაზრდის იმპორტიორი კომპანიების მხრიდან ნაღდ ფულზე მოთხოვნას, რაც, ისედაც ფინანსებზე გართულებული წვდომის პირობებში, მხოლოდ ნეგატიურად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. გაუგებარია, ერთის მხრივ, რით იყო გამოწვეული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორეს მხრივ, რა საჭირობას წარმოადგენდა ასეთი სიჩქარე. მსგავსი ცვლილებები არ უნდა შედიოდეს მყისიერად ძალაში და ბიზნესს უნდა ეძლეოდეს გონივრული ვადა ადაპტაციისთვის. მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)