|
2019-06-04 18:04:49, 896 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურაორივე ქუჩაზე ჯამში, 2 880 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. აღნიშნულ ქუჩებზე მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო. „გზის რეაბილიტაცია კიდევ ორ ქუჩაზედავასრულეთ. როგორც ხორნაბუჯის, ისე ხევსურეთის ქუჩის ნაწილზე ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ორივე ქუჩაზე კაპიტალურად შევაკეთეთ გზის საფარი და ახლა უკვე მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 188 000 ლარი დახარჯა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)