09:30 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 13:32:52, 979 ნახვა

საზოგადოება
სარალიძე: ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია - დაველოდები პროკურატურა კალანდიას ბრალეულობას როგორ დაასაბუთებს

„ფაქტიურად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ TV პირველთან საუბარში აღნიშნა.

როგორც სარალიძემ განმარტა, ის დაელოდება პროკურატურის დასაბუთებას, თუ როგორ განმარტავს მიხეილ კალანდიას ბრალეულობას.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც დღემდე ჩემთან ერთად იბრძოდა სამართლის მისაღწევად და მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ბოლობოლო ჩათვალა საჭიროდ, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. ფაქტიურად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინასასამართლო პროცესი ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ მის „გაპრავებას“, დაველოდოთ.   რა დროსაც ეს ბრძოლა დავიწყე და ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ კალანდია იყო ერთერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში, იმ დღიდან არასდროს შემიწყვეტია იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად მიეცემოდა პასუხისმგებაში. ეს სამართალი საჭირო იყო, მსგავსი პრეცედენტები არ უნდა განმეორდეს, იქნებ ბავშვები გონს მოეგონ და მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის არც ჩადენა და არც მისი დამალვა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics