08:04 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 14:35:14, 968 ნახვა

საზოგადოება
ავტობუსით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმის 5-დან 20 ლარამდე გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმის 20 ლარამდე გაზრდას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. 

კანონში შესატან ცვლილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი, წინააღმდეგი იყო. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევიდა. 

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე ვალდებული იქნება მგზავრობის საფასური, ტრანსპორტში ასვლის თანავე გადაიხადოს. ამავე ცვლილებებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე შემცირდა

"მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა, რომლის მიხედვით, მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს პრაქტიკულად ავალდებულებს მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი, საკითხი რეალურად დაურეგულირებელია.დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3-კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა - მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგეს, რომ აღმოიფხვრება გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების პრაქტიკა და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გასაწევ ხარჯს", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics