|
2019-05-25 11:18:44, 789 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მწვანე სივრცეს და ღვინის კუთხეს წარმოადგენს
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ღონისძიებების ერთიანი კონცეფციის „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ფარგლებში, ორი განსხვავებულ კუთხეს - მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხეს წარმოადგენს. 26 მაისს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე რუსთაველის გამზირზე მოსულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ გარემოს დაცვის თემატიკაზე შექმნილ ინსტალაციებს და კონსტრუქციებს, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებო და გარემოსდაცვით აქტივობებში. ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით, შეძლებენ იმოგზაურონ საქართველოს ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე. მწვანე სივრცეში, 13:00-დან 18:00 სთ-მდე ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობა გაიმართება. მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას გააერთიანებს ღვინის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი და საინფორმაციო მასალა მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციის შესახებ. სივრცეში საკუთარ პროდუქციას წარმოადგენს რვა ახალგაზრდა, წარმატებული მეღვინე, რომლებიც სტუმრებს მეღვინეობის დარგში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. სტენდის სტუმრებს, 10:00-20:00 სთ-მდე, საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის ქართული ღვინო. 14:00 სთ-დან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდის სტუმრების განწყობაზე მუსიკალური ბენდი იზრუნებს. მოსასვენებელ სივრცეში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ქართული ღვინო და ნუგბარი დააგემოვნონ და ცოცხალი მცენარეებით შექმნილ პანოსთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ. 17:10 სთ-ზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე ეროვნულ ჰიმნს სმენადაქვეითებული მუსიკოსებისგან შემდგარი გუნდი ჟესტების ენაზე შეასრულებს.
(NS)
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)