|
2019-05-21 12:05:49, 1183 ნახვა
საზოგადოება
NDI - ინსტიტუტების საქმიანობის რეიტინგში პირველ ადგილზე ეკლესია, ბოლოზე კი, სასამართლოა
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა დადებითად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას აფასებს. კითხვაზე, როგორც შეაფასებდით ინსტიტუტების საქმიანობას, გამოკითხულთა 20% ძალიან კარგად, 41% კარგად, 21% საშუალოდ, 6% ცუდად, 1% ძალიან ცუდად ააფასებს, ხოლო 10% უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე. გამოკითხულთა, დიდი ნაწილი ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ჯარსაც. კერძოდ, ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 8% ძალიან კარგად, 47% კარგად, 26% საშუალოდ, 8% ცუდად, ხოლო 1% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი რესპოდენტთა 10%-ს არ აქვს. რაც შეეხება პოლიციის საქმიანობას, რესპოდენტთა 6% მის საქმიანობას ძალიან კარგად, 42% კარგად, 34% საშუალოდ, 12% ცუდად, 2% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ რესპოდენტთა 4%-მა დააფიქსირა. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% საკუთარი საკრებულოს საქმიანობას ძალიან კარგად, 24% კარგად, 34% საშუალოდ, 16% ცუდად, 4% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი გამოკითხულთა 17%-მა დაასახელა. მთავარი პროკურატურის საქმიანობა, რესპოდენტთა 1% ძალიან კარგად, 13% კარგად, 33% საშუალოდ, 21% ცუდად, 5% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი 27%-ს არ აქვს. პარლამენტის საქმინობას, გამოკითხული მოსახლეობის 1% მიიჩნევს, რომ ძალიან კარგია, 11% საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად, 40% საშუალოდ, 31% ცუდად, 9% კი, ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გამოკითხულთა 8%-მა დააფიქსირა. რაც შეეხება, სასამართლოს საქმიანობას, რესპოდენტთა უმრავლესობა 29% ცუდად აფასებს; გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ სასამართლოს საქმიანობა ძალიან კარგია, 11%-ის აზრით, მათი საქმიანობა კარგია, 31% საშუალოდ მიიჩნევს, 29% ცუდად, ხოლო 9% ძალიან ცუდად. რესპოდენტთა 19%-მა ამ კითხვაზე პასუხს „არ ვიცი“ გასცა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)