03:15 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 16:42:00, 1004 ნახვა

საზოგადოება
სანდრა რულოვსი ზუგდიდელებს: აქ ვარ და დაგეხმარებით ამ „ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში“

 „მე აქ ვარ და დაგეხმარებით ამ ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში“, - ამ სიტყვებით აერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდელებს 19 მაისის არჩევნების წინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში მიმართა.

რულოვსმა ამომორჩევლებს არჩევნებში აქტიუობისკენ მოუწოდა.

„ჩემო ზუგდიდელებო, ეს ულამაზესი კუთხე ჩემი სახლია, მე ამას აღვიქვამ, როგორც ჩემს ოდა-ბადეს. მას სჭირდება მშენებლობა, მოვლა და მზრუნველობა და მე მზად ვარ, დავუთმო ჩემი მთელი რესურსები და მთელი ენერგია. თქვენ იცით, რომ 25 წელია, მე მირჩევნია დავდგე თქვენს გვერდში და დაგეხმაროთ, ვიდრე ვიცხოვრო ჩემს აყვავებულ ჰოლანდიაში. გული მტკივა, როცა ვხედავ, რა მოუტანა 7-წლიანმა უპატრონობამ, კორუფციამ, ნეპოტიზმმა და განუკითხაობამ ზუგდიდს - უკიდურესი გაჭირვება, შემოსავლის გარეშე, შიმშილის ზღვარზე დარჩენილი ოჯახები, რომელთა ოჯახის წევრები ხშირად ემიგრაციაში იმყოფებიან. ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ და დაგეხმარებით, ამ მართლა ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში, აქ ხომ მედეას სამშობლოა, კოლხეთი და სასწაულმოქმედ მკურნალობაში ვერკვევით“, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics