|
2019-05-17 10:10:13, 971 ნახვა
საზოგადოება
2018 წელს დისკრიმინაციული დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი მიეცა, ვიდრე 2017 წელს
2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი იქნა მიცემული, ვიდრე 2017 წელს,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს დისკრიმინაციასთან ბრძოლის შედეგებს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით, დისკრიმინაციულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმძღვანელო და შესაბამისი ინსტრუქციები დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მოტივის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხებზე. „ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვა, მათ შორის, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, 2018-2019 წლებში მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა: გადამზადდნენ გამომძიებელები და პოლიციის მენეჯერები დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენისა და მსხვერპლთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე; შეიქმნა სახელმძღვანელო და შესაბამისი ინსტრუქციები დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მოტივის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხებზე; ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო თანამშრომლობით დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე დაინერგა ტრენინგ-პროგრამა, რაც სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება; შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე. აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში დამამძიმებელი გარემოების სახით განისაზღვრა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით; ამჟამად, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა დისკრიმინაციულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით; გაუმჯობესდა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების პროცესი. ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, შსს აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების შედეგად, 2018 წელს საგრძნობლად გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები. 2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი იქნა მიცემული (2017 წელთან შედარებით). დაზარალებულისა და მოწმის ინტერესების დასაცავად, მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად, შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთან კომუნიკაციის საკითხს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების გაზრდილი მაჩვენებელი დადებითად იქნა შეფასებული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მიერ. აღნიშნული უწყების მიერ მიღებულ რეზოლუციაში პოზიტიურად არის შეფასებული 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიღწეული შედეგები სიძულვილის, დისკრიმინაციის, გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართულებით. გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილის ენის პრევენციის ღონისძიებებსა თუ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(NS)
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)